ირაკლი კობახიძე - საზოგადოებაში სალომე ზურაბიშვილის მიმართ არც თუ ისე სახარბიელო დამოკიდებულებაა, იმედია, საკუთარ რეპუტაციას ბოლომდე არ გაანადგურებს

საზოგადოებაში სალომე ზურაბიშვილის მიმართ არც თუ ისე სახარბიელო დამოკიდებულებაა, იმედია, საკუთარ რეპუტაციას ბოლომდე არ გაანადგურებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ნიკა გვარამიას შეწყალებით სალომე ზურაბიშვილმა დაკარგა ის ამომრჩეველი, რომელმაც მას ხმა 2018 წელს მისცა.

„იმედი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი საკუთარ რეპუტაციას ბოლომდე არ გაანადგურებს. საზოგადოებაში ისედაც არც თუ ისე სახარბიელო დამოკიდებულებაა მის მიმართ. ნიკა გვარამიას შეწყალებით, ის, რეალურად, იმ ამომრჩევლის წინააღმდეგ წავიდა, რომელმაც მანს 2018 წელს მხარი დაუჭირა. იმედია, სალომე ზურაბიშვილი იმ ნაპრალს, რომელიც მასა და საზოგადოებას შორის არის, კიდევ უფრო არ გააღრმავებს“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება უკრაინის რადას კანონპროექტს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საქართველო უკრაინასთან „ცალმხრივ მეგობრობას“ აგრძელებს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთას რაც შეეხება, თქვენ გახსოვთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები მიშას ჩამოყვანის სპეცოპერაციაში ჩართულები იყვნენ. ამ ფონზე უკრაინის რადას გადაწყვეტილება და დამოკიდებულება ძალიან სამწუხაროა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა