შალვა პაპუაშვილი - სამეგრელოს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ვლაქერნობას - ღვთისმშობლის კვართის დღეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ვლაქენრობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას მეუღლესთან ერთად დაესწრო.

როგორც მან აღნიშნა, მადლი რომელიც დაკავშირებულია ღვთისმშობლის კვართის ყოფნასთან ზუგდიდში, საქართველოს გააძლიერებს.

„სამეგრელოს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ვლაქერნობას - ღვთისმშობლის კვართის დღეს და მიხარია, რომ ამ დღეს მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ზუგდიდში და მონაწილე იმ პროცესისა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ქრისტიანული სამყაროსათვის. დარწმუნებული ვარ, ის მადლი, რაც დაკავშირებული არის ღვთისმშობლის კვართის ყოფნასთან ზუგდიდში, ჩვენ ქვეყანას განვითარებისკენ და გაძლიერებისკენ წაიყვანს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა