ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანა არის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება - ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს უნდა გავიყვანოთ

ჩვენი მთავარი ამოცანა არის მშვიდობის შენარჩუნება, განვითარება და რაც მთავარია - ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს უნდა გავიყვანოთ, ჩვენ ხალხს სჭირდება მშვიდობა და განვითარება, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, 2012 წელს სიღარიბის დონე საქართველოში თითქმის 30 პროცენტზე მეტი იყო, დღეს კი ისტორიულ მინიმუმზეა.

„მინდა რამდენიმე ინდიკატორი მოვიყვანო მაგალითისთვის, შედარებისთვის - 2012 წელს სიღარიბის დონე საქართველოში თითქმის 30 პროცენტზე მეტი იყო, დღეს გვაქვს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზე - 15.6 პროცენტი ისტორიული მინიმუმია. ასევე, უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით 17 პროცენტია და ესეც არის ისტორიული მინიმუმი. 200 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბოლო პერიოდში, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება