43-ე ქვეითმა ბატალიონმა საველე სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2023“-ის ფარგლებში, ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა.

უწყების ცნობით, მე-5 საარტილერიო ბრიგადისა და საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ქვედანაყოფების მხარდაჭერით, მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩაატარა.

„საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრნენ. საველე სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებასა და ამოცანით მართვის უნარების დახვეწას. „ქარიშხალი 2023“ სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში მონაწილეობას იღებდნენ აღმოსავლეთის სარდლობის, ეროვნული გვარდიის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობისა და ლოჯისტიკის სარდლობის ქვედანაყოფები. სწავლება მიზნად ისახავდა მონაწილე ქვედანაყოფების შტაბების მიერ საბრძოლო ოპერაციების მართვისა და კონტროლის სისტემების პროცედურების დახვეწას“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის