დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა

წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, კარლო ლაბაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც უწყების გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სტუმრებმა დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

„კვირეულის ფარგლებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებული სამხედროები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. ღონისძიების დასასრულს, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლებისათვის კონცერტი გაიმართა. დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა საქართველოს თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტრო მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესს, სპორტული აქტივობების განხორციელებას, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მათ ჩართულობას აქტიურად უჭერს მხარს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს