ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის რეაბილიტირებული სკვერი და მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ირაკლი ქარსელაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ლერი ბარნაბიშვილთან ერთად ამბროლაურში ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის რეაბილიტირებული სკვერი და მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ამბროლაურში სრულად განახლდა ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის პარკი და დათუნიკა სხირტლაძის სახელობის სკვერი. შენობებზე გამოიცვალა ვიტრაჟები, ფასადები განახლდა ენერგოეფექტური მასალებით, სკვერებში განახლდა საფეხმავლო ზოლი, დაიგო ქვაფენილი, დაემატა მწვანე ნარგავები, დამონტაჟდა სკამები და მოეწყო ერთი ღია ტიპის სცენა.

„ამბროლაურში, პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებს, ჯამში, 4, 088,919,75 ლარი მოხმარდა. მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო რეკრეაციული ზონა, სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელი სივრცეები, ველობილიკი, საფეხმავლო ხიდი; დაიდგა მხარის სახელწოდების აღმნიშვნელი ორენოვანი კონსტრუქცია; დამონტაჟდა გარე განათების ქსელი, სკამები და სხვა საბაღე ინვენტარი; დაიგო დეკორატიული ფილები, აგრეთვე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა