პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბროლაურში მეღვინეობა „მელიტონს" ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბროლაურში ღვინის საწარმო „მელიტონს“ ეწვია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს ღვინის საწარმოს მეპატრონემ გიორგი სხირტლაძემ უმასპინძლა და საწარმოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„მან ხაზი გაუსვა სოფლის მხარდაჭერის კუთხით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ღვინის საწარმოს დაარსებასა და წარმატებით ფუნქციონირებაში სახელმწიფო პროგრამები დაეხმარა.

მეღვინეობა „მელიტონმა" სოფლის განვითარების სააგენტოს 300 000 ლარიანი თანადაფინანსებით და 450 000 ლარის ოდენობით შეღავათიანი აგრო კრედიტით ისარგებლა. საწარმო სეზონზე 100 ტონა ყურძენს ამუშავებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს