გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„17 ივლისს 10:30-დან 18:30 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს სოფელი დიღომში ცამეტი ასურელი მამის, პაატა ჯანიაშვილის, ვახტანგ ცინცაძის, შერმადინის, როსტევანის, ისიდორე დოლიძის, ილია შეყლაშვილის, ტარიელის და მიმდებარე ქუჩებზე, ჩალიპირებში.

17 ივლისს 11:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, თეგერაანები, თიანეთში ლაშარის, ხაწირის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს