საქართველოში პოლონეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩს ელოდებიან. დიპლომატი საგარეო უწყებაში 09:30 საათზე მივა.

ელჩის უწყებაში დაბარება, კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც, ქართული მხარის ინფორმაციით, პოლონელმა ექიმმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტისაგან აღებული ნიმუშების გატანა მალულად სცადა.

კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება