საქართველოში 3 თვეში, თავშესაფრის მაძიებლად 224 პირია აღრიცხული - ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა უცხო ქვეყნის 6 მოქალაქეს,  121 პირს კი სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა - ამავე პერიოდში საქართველოდან სხვა ქვეყნის 47 მოქალაქე გააძევეს

მიმდინარე წლის მეორე კვარტლის (აპრილი, მაისი, ივნისი) მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 224 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე მეტი - 44 ადამიანი ირანის მოქალაქეა, 43 თურქეთის, 36 უკრაინის, 25 კი რუსეთის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთა შორის არიან ასევე, ეგვიპტის, სირიის, უზბეკეთის, პაკისტანისა და ნიგერიის მოქალაქეებიც.

რაც შეეხება ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას, აღნიშნულ სამ თვეში, ეს სტატუსი უცხო ქვეყნის 49 მოქალაქემ მიიღო, მათგან უმრავლესობა - 46 პირი უკრაინის მოქალაქეა, 1 ერაყის, ხოლო 2 - დაუდგენელი მოქალაქეობის.

ლტოლვილის სტატუსი კი მიენიჭა უცხო ქვეყნის 6 მოქალაქეს, მათგან 3 რუსეთის, 3 კი ბანგლადეშის მოქალაქეა.

შსს-ის სტატისტიკის თანახმადვე, სტატუსის მინიჭებაზე მოცემულ პერიოდში უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 121 მოქალაქეს. აქედან ყველაზე ბევრი - 37 პირი ირანის მოქალაქეა; 21 თურქეთის; 10 იორდანიის; 5 რუსეთის.

3 თვეში საქართველოდან სხვა ქვეყნის 47 მოქალაქე გააძევეს. მათ შორის არიან: აზერბაიჯანის 19 მოქალაქე; ინდოეთის 6; ირანის 6; რუსეთის 2; ჩინეთის 4; ეგვიპტის 3.

ამავე პერიოდში დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსდა უცხო ქვეყნის 10 მოქალაქე, მათ შორის აზერბაიჯანის - 2; ინდოეთის 1; თურქეთის 2; ირანის 2.

ცნობისთვის, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პირობებს და აკმაყოფილებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს: იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში; წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები.

ლტოლვილის სტატუსი კი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა