რელიგიის სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დელეგაციის შემადგენლობაში არიან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი, გიორგი პატაშური და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი, ალექსანდრე შეყილაძე.

„სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, არტაშეს თუმანიანსა და ყოველთა სომეხთა კათალიკოსს, გარეგინ მეორეს. ვიზიტის მიზანია, სომხეთის რესპუბლიკასთან რელიგიის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება