88 წლის ასაკში ომარ მხეიძე გარდაიცვალა

88 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მოცეკვავე ომარ მხეიძე გარდაიცვალა. ამის თაობაზე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მისი შვილიშვილი, დეიკო მხეიძე წერს.

„მე ბაბუა აღარ მყავს, საქართველოს - დიდი ადამიანი“, - წერს დეიკო მხეიძე.

ომარ მხეიძე ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში 1935 წლის 25 აპრილს დაიბადა.1975 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი (ხელმძღვანელი ჯანო ბაგრატიონი); 1954 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე (ხელმძღვანელები: ნინო რამიშვილი, ილიკო სუხიშვილი), რომლის რიგებში 30 წლის განმავლობაში იდგა სცენაზე. მიღებული აქვს არაერთი წოდება, მათ შორის საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა 2014 წელს დაასახელა "საუკუნის მოცეკვავედ", პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით კი, ფონდმა "ქართული გალობა“, 2016 წლის 8 ივნისს, ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიანიჭა "ღვაწლმოსილი მოცეკვავის წოდება“. 2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ