ყოველთვიური განახლება მთავარი ეკონომისტისგან - მომსახურების ჯერ კიდევ მაღალი ინფლაციის მიუხედავად, განაკვეთების შემცირება კვლავ საბაზო სცენარია

„თიბისი“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველთვიურ განახლებას ავრცელებს. მათი ცნობით, მომსახურების ჯერ კიდევ მაღალი ინფლაციის მიუხედავად, განაკვეთების შემცირება კვლავ საბაზო სცენარია.

„გასულ კვირას გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, საყურადღებოა საქონლით ვაჭრობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით, ექსპორტის მიმართულებით. აღნიშნული, სრული 2023 წლისათვის, „თიბისი კაპიტალის“ ეკონომიკის ზრდის 7.2%-იანი საბაზო სცენარის კუთხით დამატებითი არგუმენტია. ლარის კურსის მხრივ, ჩვენი შეფასება უცვლელია. კერძოდ, მართალია სავალუტო შემოდინებები ძლიერია, თუმცა ლარის საშუალო კურსი და დაბალი ინფლაცია გამყარების საწინააღმდეგო არგუმენტებია. ივლისში, ჯამური ინფლაცია დამატებით უნდა შემცირდეს, მაგრამ მომსახურების ფასების დინამიკის სამიზნესთან დაახლოება ჯერ კიდევ მხოლოდ მოლოდინია. პუბლიკაციაში წარმოდგენილია ყოველთვიური მაკროეკონომიკური შეჯამება, ამჯერად ლარის საპროცენტო განაკვეთების ცვლილების ჭრილში. მაშინ, როდესაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების არგუმენტებიც სახეზეა, ინდიკატორების უმრავლესობა, განსაკუთრებით მოლოდინების გათვალისწინებით, შერბილების რაციონალზე მიუთითებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს