პრემიერი - მწუხარებას გამოვხატავ ლეგენდარული მოცეკვავის, ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო, გულწრფელ თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებ ბატონი ომარის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლეგენდარული მოცეკვავის, ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური თანადგომას და სამძიმარს უცხადებს ომარ მხეიძის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ლეგენდარული მოცეკვავის, ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო.

ბატონი ომარი ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ქართული ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციას; მისმა შემოქმედებამ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს გააცნო საქართველო, როგორც უძველესი და თვითმყოფადი კულტურის ქვეყანა, ხოლო საკუთარ სამშობლოში ხალხის დიდი სიყვარული და აღიარება მოუტანა.

გულწრფელ თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებ ბატონი ომარის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა