გედევან ფოფხაძე - როდესაც ქვეყანა რუსულ ფრენებს აღადგენს, სანქციებიც არ უნდა გაუკვირდეს

როდესაც ქვეყანა რუსულ ფრენებს აღადგენს, არათუ ასეთი გადაწყვეტილებები უნდა გაიკვირვოს, არამედ სანქციებიც არ უნდა გაუკვირდეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც ბელგიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ქვეყანას ეფექტური დიპლომატიური სისტემა რომ ჰქონდეს, ასეთი რაღაც არ მოხდებოდა.

„ძნელად წარმოსადგენია, რომ ჩვენ გვქონდეს ეფექტური დიპლომატიური სისტემა და ასეთი რაღაც ხდებოდეს. ისეთი ვითარებაც არ არის საქართველოში, რომ ყველა ნაბიჯზე დანაშაული ხდებოდეს. წარმატებული კრიმინოგენური ვითარება არ გვაქვს, მაგრამ არც ისეთი არ არის, რომ დიპლომატიური გზებით არ იყოს შესაძლებელი ბელგიასთან მაგაზე მოლაპარაკების წარმოება, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს. ზოგადად ცუდი გზავნილია და ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ აგდებული დამოკიდებულება არასწორია, მაგრამ, როდესაც ქვეყანა რუსულ ფრენებს აღადგენს, არათუ ასეთი გადაწყვეტილებები უნდა გაიკვირვოს, არამედ სანქციებიც არ უნდა გაუკვირდეს იმიტომ, რომ რეალურად დღეს საქართველო ევროპისა და მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის რუსეთის ორბიტაზე მყოფი სახელმწიფოა. სანამ „ქართული ოცნება“ და პრორუსული ხელისუფლება იქნება ამ ქვეყნის სათავეში, არაფერს პოზიტიურს ევროპისგან არ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძის შეფასებით, ხელისუფლებამ იმ დონეზე დაკარგა რეალობის აღქმა, რომ საგარეო პოლიტიკას ვერ აღიქვამს.

„მგონია, რომ ამ ხელისუფლებამ დაკარგა რეალობის განცდა იმ დონეზე, რომ საგარეო პოლიტიკას საერთოდ ვერ აღიქვამენ. რა ქნას ღარიბაშვილმა? ადამიანურად მისი გაგებაც შეიძლება. მას ხელისუფლება არ აქვს, ხელისუფლება აქვს ივანიშვილს, იმან ამას ჩააბარა და უთხრა, არაფერი არ შეგეშალოსო, ხოლო ამან არ იცის რა უნდა შეეშალოს და რა არ შეეშალოს. როგორ იმარჩიელოს, იმის თვალში შეცდომა რა გამოვა წინასწარ არ იცის, მაგდენი დირექტივებიც არ აქვს მიღებული. ერთხელ უკვე გაშვებული კაცია და ძნელია, რომ ამ ვითარებაში რაღაც ინიციატივა გამოიჩინოს, იაქტიუროს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი სილამაზის და თავის მოვლის ბრენდების პროდუქციაზე
„რატომაც ვანდობთ ამ სკოლას ჩვენთვის უძვირფასესს - შვილებს, ნათია ჯანაშიამ შექმნა“ – მშობლები ბრიტანულ–ქართული აკადემიის დირექტორს მხარს უჭერენ
Bist-ის თანამშრომლების განცხადება
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა