კამპანიის „იცურე მშვიდად“ ინიციატორები, ანა დოლიძე და ალეკო ცქიტიშვილი  თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ

კამპანიის „იცურე მშვიდად“ ინიციატორები, ანა დოლიძე და ალეკო ცქიტიშვილი თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

მათივე ცნობით, კამპანია „იცურე მშვიდად“ 2018 წელს დაიწყო ანა დოლიძის, ალეკო ცქიტიშვილის და რამდენიმე ორგანიზაციის ჩართულობით და კამპანია მიმართულია საქართველოში წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ. დღეს კამპანიის წევრებმა, 5 წლის თავზე არსებულ შედეგებზე ისაუბრეს.

„ჩვენი ამოცანაა, ზაფხულის სეზონი იყოს ყველასთვის, ყველა ბავშვისთვის უსაფრთხო. ზაფხულის სეზონი არის დიდი ტრაგედია და დიდი საშიშროება ბევრი მშობლისთვის იმიტომ, რომ ჩვენს სახელმწიფოს დარეგულირებული, მოწესრიგებული ცურვის საკითხები არ აქვს. ტბები, მდინარეები, თუნდაც თბილისის ზღვა აუცილებელია, რომ იყოს მოწესრიგებული, იყოს სამაშველო სამსახური, ისეთი ნიშნები, ჯებირები და გამაფრთხილებელი ნიშნები, რომ ყველა ბავშვმა სიამოვნება მიიღოს ამ შესაძლებლობიდან. ყოველ წელიწადს საბანაო სეზონზე რამდენიმე ათეულობით ბავშვი იღუპება, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა აიღონ პასუხისმგებლობა ცურვის სივრცეებზე და ეს სფეროები შესაბამისად მოაწესრიგონ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ამასთან, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ხელისუფლებამ წყლის ობიექტებზე აღებული ვალდებულება არ შეასრულა.

„ყველგან არის ანალოგიური ღონისძიებები გასატარებელი, რათა არ მოხდეს ზაფხულის სეზონზე ადამიანის გარდაცვალების ფაქტები. ყოველწლიურად ხდება ამ დადგენილების მიღების გადავადება, უკვე თითქმის 10 წელი გავიდა, რაც მთავრობამ ეს ვალდებულება არ შეასრულა და ეს არის ყველაზე სამწუხარო ფაქტი“, - აღნიშნა ალეკო ცქიტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება