თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების 2023 კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, წელს ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები 125 სტუდენტმა დაასრულა.
„სტუდენტებს ISET-ის დამთავრება მიულოცეს გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ერიკ ილესმა, USAID-ის მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ.
აღსანიშნავია, რომ ISET-ის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ერთადერთი საერთაშორისოდ აკრედიტირებული ეკონომიკის პროგრამებია ქვეყანაში
უკვე მესამე წელია ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა არის ნომერი პირველი საქართველოს ყველა უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის პროგრამებს შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულების მიხედვით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.