ჩინეთში ჰაერის ტემპერატურამ 52,2 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია

ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სანბაოში ჰაერის ტემპერატურამ 52,2 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

მეტეოროლოგების პროგნოზით, ქალაქში მაღალი ტემპერატურა კიდევ 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ მორიგი რეკორდი დაფიქსირდეს.

Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთში აქამდე დაფიქსირებული ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი 50.3 გრადუს ცელსიუსი იყო. გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ჰაერის ტემპერატურა იმატებს.

გაეროს პროგნოზით, მომდევნო ათწლეულებში ჰაერის ტემპერატურა მსოფლიოში საშუალოდ 1.5 გრადუს ცელსიუსით გაიზრდება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა