„ევექსი ჰოსპიტლები“ ახალი ბრენდის, „ვიანის“ სახელით განაგრძობს ოპერირებას

„ევექსი ჰოსპიტლები“ ახალი ბრენდის, „ვიანის“ სახელით განაგრძობს ოპერირებას, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

რაც შეეხება „ევექსის კლინიკებს“, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ევექსი კლინიკები“ „ევექსის“ ბრენდით გააგრძელებს პოზიციონირებას და საქართველოს 6 რეგიონში 34 კლინიკით უზრუნველყოფს პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით სრულ გეგმურ და ამბულატორიულ სერვისზე ხელმისაწვდომობას.

„საქართველოს ჯანდაცვის სექტორის ორი უმსხვილესი წარმომადგენელი, „ევექსი კლინიკები“ და „ევექსი ჰოსპიტლები“ ბრენდის განახლებული სტრატეგიითა და მისია-ღირებულებებით წარდგება საზოგადოების წინაშე. წლების განმავლობაში ორივე ბრენდი ბაზარზე დამოუკიდებლად ოპერირებდა, თუმცა საერთო სახელი - „ევექსი“ აერთიანებდა, რამაც საზოგადოებაში ორი კომპანიის ერთმანეთთან გაიგივება გამოიწვია. „ევექსი კლინიკები” ამბულატორიული მიმართულებით საქართველოს 6 რეგიონში 34 კლინიკით არის წარმოდგენილი. „ევექსი ჰოსპიტლები“ კი ჰოსპიტალური მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით, 17 სამედიცინო ცენტრს აერთიანებს და მოსახლეობას სრულ სამედიცინო სერვისს სთავაზობს.

ცნობადობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, განხორციელდა რებრენდინგი, რის შედეგადაც „ევექსი ჰოსპიტლები“ ახალი ბრენდის, „ვიანის“ სახელით განაგრძობს ოპერირებას, ხოლო მასში შემავალი სამედიცინო ცენტრები, საწყის ეტაპზე, ინდივიდუალურად, საკუთარი ბრენდით პოზიციონირებდა. „ვიანი“ სრულიად განსხვავებული ვიზუალური იდენტობით, მისია-ღირებულებებითა და განახლებული სტრატეგიით წარდგება საზოგადოების წინაშე.

„ევექსი კლინიკები“ კი „ევექსის“ ბრენდით გააგრძელებს პოზიციონირებას და საქართველოს 6 რეგიონში 34 კლინიკით უზრუნველყოფს პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით სრულ გეგმურ და ამბულატორიულ სერვისზე ხელმისაწვდომობას. განახლებული ბიზნესსტრატეგიის ფარგლებში, „ევექსში“ ასევე აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის დამუშავება, რომლებიც, ეტაპობრივად, 2024 წლიდან დაინერგება. პროექტები მოემსახურება ოჯახის ექიმის როლის განახლება-გაძლიერებასა და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით სერვისების განვითარება-გაფართოებას, რაც მომხმარებლის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერისკენ არის მიმართული“,- ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“