საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2023 წლის 17 ივლისს ლევან იოსელიანი ბათუმში, აჭარაში მოქმედ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის გამართულ შეხვედრაზე განსახილველი თემები მართლმსაჯულების სისტემა, გამოხატვის თავისუფლება, უმცირესობათა უფლებები, ბავშვთა მიმართ ძალადობა, შრომასთან და საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები იყო.
„ლევან იოსელიანმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხების მოგვარების პროცესში აუცილებელია უფლებადამცველთა კოორდინირებული მუშობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.