„ჯივიპი“ ბურჯანაძის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბურჯანაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ატარებს.

„ჯივიპიში“ აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო პროექტში კომპანიამ ნახევარ მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა - შეცვალა 1226 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი, დაამონტაჟა 28 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოაწყო 8 სახანძრო ჰიდრანტი.

„ბურჯანაძის ქუჩაზე განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს დღეს, 18 ივლისს დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 18 ივლისს დღის 12:00 საათიდან, 19 ივლისის საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში: იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმ. ბარბარეს, რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძის, მეტრეველის, ქიზიყის, ენუქიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, გვაზავას, ოდიშელიძის და მიმდებარე ქუჩებს; ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს; სოფელ გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალას და ფოლადაანთკარს.

კრწანისის რაიონში: ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, სოფელ ფონიჭალასა და ჭალას, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge , - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ