„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ 18-19 ივლისს, „ვლადიკავკაზ-თბილისის“ მაგისტრალურ გაზსადენზე გადაუდებელ გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებს განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ 18-19 ივლისს, „ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 194,2 კმ-ზე გადაუდებელ გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებს განახორციელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით,18 ივლისის 12:00-დან 19 ივლისის 12:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, შპს „ყამარს“, ასევე სოფელ გლდანს, გლდანის მე-7 და მე-8 მიკრორაიონების მიმდებარე ტერიტორიას, გლდანის ტბის მიმდებარე დასახლებასა და მამკოდას მიმდებარე ტერიტორიას,

მათივე ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს