ნათია თურნავამ ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა, ფრანკფურტში, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში "გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილება-ეკონომიკური შედეგები ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში" მონაწილეობენ. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კონფერენცია მიზნად რეგიონში არსებული ეკონომიკური და ფინანსური საკითხების განხილვას ისახავს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფერენციას წელს პირველად ესწრებიან არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, არამედ პოტენციური კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.

ეროვნული ბანკის ცნობით, კონფერენციის ფარგლებში, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნული ბანკის თანმიმდევრულ ნაბიჯებზე, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფას და ქვეყნის საფინანსო სექტორის მდგრადობას.

„ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავამ და პაპუნა ლეჟავამ სამუშაო შეხვედრები ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან გამართეს. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს ევრო გადახდების ერთიან სივრცეში (SEPA) გაწევრიანების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"საქართველო ევრო გადახდების ერთიან სივრცეში (SEPA) გაერთიანებისკენ ისწრაფვის. ამ ინიციატივას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ის ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ფინანსური სერვისის მომხმარებლებს. ამ მიზნით, საქართველომ დააჩქარა საკანონმდებლო პროცედურები და ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისი გახადა. კერძოდ, ჩვენი კანონები ევროკავშირის დირექტივებსა და რეგულაციებს დავუახლოვეთ, რაც SEPA-ში გაწევრიანების აუცილებელი წინაპირობაა", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები დოიჩე ბანკის (Deutsche Bank), "პროკრედიტ ჰოლდინგის" (Procredit Holding) და "ფაინენს ინ მოუშენის" (Finance in Motion) წარმომადგენლებთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის