მაშველებმა თბილისის ზღვაზე 45 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის ზღვაზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, 45 წლამდე მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი წყალში, სავარაუდოდ, საბანაოდ შევიდა.

ცნობისთვის, შუახნის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მაშინ იპოვეს, როცა 21 წლის ლუკა ლაცაბიძის სამძებრო სამუშაოებს ახორციელებდნენ. თავის მხრივ, ლუკა ლაცაბიძე უკვე მე-4 დღეა დაკარგულია.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა