ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს საქართველოში ლესლი ლამს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, გიორგი კაკაურიძე და მირზა გელაშვილი დაესწრნენ.

მინისტრმა ADB-ის რეგიონულ დირექტორს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ბანკთან თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები განიხილეს.

ხაზი გაესვა 2024 წლის მაისში, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება