მაო ნინი - ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავს იკავებს ყირიმის ხიდის აფეთქების ფაქტის დაგმობისგან - „კონფლიქტის“ ორივე მხარეს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების განხორციელების თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ

ჩინეთის საგარეო უწყების პრესმდივნის, მაო ნინის განცხადებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავს იკავებს ყირიმის ხიდის აფეთქების ფაქტის დაგმობისგან, მაგრამ „კონფლიქტის“ ორივე მხარეს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების განხორციელების თავშეკავებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვისკენ მოუწოდებს.

„ჩინეთის აზრით, კონფლიქტის შესაბამისმა მხარეებმა სამოქალაქო ობიექტებზე და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისგან თავი უნდა შეიკავონ და ასევე სამოქალაქო პირების უსაფრთხოება უზრუნველყონ“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება