3-6 აგვისტოს ჩათვლით, კაჭრეთში, ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდება

3-6 აგვისტოს ჩათვლით, კაჭრეთში, ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდება.

როგორც საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩემპიონატი პანდემიური პაუზის შემდეგ წელს პირველად გაიმართება.

„ქართველას თასზე“ სპორტსმენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ელოდებიან. მონაწილე გუნდების რაოდენობა კი შეზღუდულია. ჩემპიონატი ჩატარდება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. აღსანიშნავია, რომ “ქართველას თასი” 2009 წლიდან ტარდება და მისთვის სპეციალურად შეიქმნა ჰიმნიც. ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ თავიანთი მონაცემები გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: info@volley.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება