რელიგიის სააგენტოს დელეგაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, არტაშეს თუმანიანმა უმასპინძლა.

როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის, სომხური თემისადმი მხარდაჭერის ღონისძიებები, კერძოდ, თავმჯდომარემ ისაუბრა ინტერ რელიგიურ სათათბიროზე და სომხური ეკლესიის აქტიურ მონაწილეობაზე სათათბიროს საქმიანობაში.

„ასევე, შეეხო რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური კომისიის საქმიანობასა და სომხური თემის დაფინანსებას, რომელმაც ბოლო წლებში მილიონ ლარს მიაღწია. პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან საუბრისას დაისვა საკულტო ნაგებობების გადაცემის, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, გიორგი შარვაშიძე და საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი, შალვა საბაური. დელეგაციის შემადგენლობაში არიან სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი, გიორგი პატაშური და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი, ალექსანდრე შეყილაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის