ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - შავი ზღვის წყალი დამსვენებლებისთვის სუფთა და უსაფრთხოა - ველოდებით კიდევ მეტ ვიზიტორს

შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლი საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. შესაბამისად, საქართველოში, შავ ზღვაში ბანაობა უსაფრთხოა. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, შემომყვან ტურისტულ კომპანიებთან, ტუროპერატორებთან, ასევე მუდმივ საინფორმაციო კამპანიას ვაწარმოებთ და საზოგადოებას ვატყობინებთ ახალი კვლევის შედეგებს,- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე აცხადებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის 6 და 10 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში განსაზღვრული 59 პარამეტრის მნიშვნელობები ნორმის ფარგლებშია.

„საქართველოს საზღვაო კურორტებზე ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, დამსვენებელთა რაოდენობა გაზრდილია. აღსანიშნავია, რომ ზღვის სანაპირო ტურისტებითაა სავსე, ზაფხულის სეზონი პიკს აღწევს და ველოდებით, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ მოგზაურებს. ლაბორატორიული კვლევებით, დაბინძურების ფაქტი არ დასტურდება. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო 10 დღეში ერთხელ სინჯებს იღებს და დამსვენებლებს საფრთხე არ ემუქრებათ“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

ამასთან, ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგისთვის 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაზარდა - მანამდე არსებულებს ანაკლია - განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი დაემატა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა