KIU-ში ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა იწყება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) თანამშრომლობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციების და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა გაიხსნა, რომელიც წელს მესამედ ტარდება.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტში 60-ზე მეტი წარმატებული სტუდენტი იღებს მონაწილეობას და ახალგაზრდებს KIU-ს კამპუსში ინტენსიური და საინტერესო სამუშაო პროცესი ელოდებათ.

მათივე ცნობით, სტუდენტები, პროექტის ორგანიზატორებისა და მენტორების ჩართულობით, ზაფხულის განმავლობაში იმუშავებენ, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით, დაამუშავებენ ახალ იდეებს, მოახდენენ გუნდების ფორმირებას, კონკრეტული სტარტაპების პროექტების შემუშავებას და ფინალურ ეტაპზე, საბოლოო პროექტებს წარუდგენენ ჟიურის ფიჩინგის სესიის დროს, ხოლო საუკეთესო პროექტის ავტორი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.

„ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2021 წლიდან იმართება. ორი წლის განმავლობაში 150-მდე ახალგაზრდამ მიიღო მასში მონაწილეობა, შედეგად KIU-ს სტუდენტებმა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი შექმნეს და სხვადასხვა წყაროდან დაფინანსებაც მოიპოვეს. პროექტის ფარგლებში სტუდენტების მიერ ინიცირებული ათობით სტარტაპ იდეა განხორციელდა.

წელს, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, KIU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ანტრეპრენერ ნიკოლოზ გოგოჭურის ავტორობით, სტარტაპების შენების კურსი გაიარონ. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიღრმაონ ინოვაციური აზროვნების, „იდეაციისა“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები და შეიძინონ სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების (GITA) შორის 2021 წელს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში GITA თანამშრომლობს უნივერსიტეტთან ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით და მასთან ერთად სხვადასხვა ინოვაციურ პროექტზე მუშაობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის