გიორგი ტყემალაძემ ვაკის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად, რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ვაკის რაიონის გამგეობა, რაიონის სხვადასხვა უბანში ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს.

მისივე თქმით, ამჯერად, ნუცუბიძის I მ/რ-ის N5 და N6 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების მიზნით, დამცავი კედელი შენდება. პროექტის ფარგლებში, 21 მეტრი სიგრძის ახალი კედელი ეწყობა, რაც ფერდობის ჩამოშლის და საცხოვრებელი კორპუსის დაზიანების პრევენციაა.

„გიორგი ტყემალაძე და დავით კვინიკაძე ნუცუბიძის IV მ/რ-შიც იმყოფებოდნენ, სადაც N22-29 კორპუსების მიმდებარედ გზა მოწესრიგდა.

პროექტის შედეგად, რეაბილიტაცია 3200 კვ. მ ფართობის დაზიანებულ, შიდაკვარტალურ გზას ჩაუტარდა. სამუშაოების ფარგლებში, დაიგო ასფალტის ახალი საფარი, დამონტაჟდა ახალი ბორდიური, რის შედეგადაც გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო