გიორგი ამილახვარი ბუდაპეშტში ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, ბუდაპეშტში ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა – Stipendium Hungaricum-ისა და ფონდთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს და სტუდენტებისთვის მეტი მხარდამჭერი ინიციატივის განხორციელების გზებზე იმსჯელეს.

გიორგი ამილახვარის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის წარმატებული პარტნიორობის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს სწორედ Stipendium Hungaricum-ის გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს უნგრეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მინისტრმა ხაზი გაუსვა Stipendium Hungaricum-ის პროგრამის შესახებ ქართველი აპლიკანტების მაქსიმალურად ინფორმირების მნიშვნელობას, პროგრამის ჯამური ბიუჯეტისა და ადგილების რაოდენობის შესახებ.

შეხვედრაზე გიორგი ამილახვარმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო Erasmus+ პროგრამის ასოცირებული ქვეყნის წევრობისთვის აქტიურად ემზადება და ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია ფონდის გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება.

თავის მხრივ, ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის წარმომადგენლებმა ქართველი სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი მხარდამჭერი პროგრამების შესათავაზებლად მუშაობის მზაობა გამოთქვეს. გარდა ამისა, ფონდი, Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთან მჭიდროდ ითანამშრომლებს არსებული და სამომავლო შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა