გიორგი ამილახვარმა უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გიორგი ამილახვარს უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრმა, იანოშ ჩაკმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა, სადაც მხარეებმა პროფესიული და უმაღლესი განათლებისა და ინოვაციის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

„მინისტრმა იანოშ ჩაკს მრავალწლიანი პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უნგრეთის მთავრობასთან თანამშრომლობით საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

მინისტრებმა პროფესიული განათლების მიმდინარე რეფორმის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს უნგრეთის პროფესიული განათლების სპეციალისტები ეწვევიან, საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გასაზიარებლად. ამასთან, ქართველ სპეციალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ, კვალიფიკაცია უნგრეთის წამყვან პროფესიულ სასწავლებლებში აიმაღლონ, სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, კონკრეტული მიმართულებების იდენტიფიცირდება და საქართველოსა და უნგრეთის უნივერსიტეტები ერთობლივი/ორმაგი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაზე დაიწყებენ მუშაობას.

თავის მხრივ, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრმა, იანოშ ჩაკმა უნგრეთის მთავრობის მიერ ახალგაზრდებისა და ოჯახების მხარდამჭერი პოლიტიკის მიღწევებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოთქვა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, დაიწყება ინტენსიური მუშაობა განათლების მიმართულებით ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომელიც მხარეებს შორის უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროს გაფორმდება.

უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრთან შეხვედრამდე, გიორგი ამილახვარი ხის ტექნიკური დამუშავების პროფესიული მომზადების სკოლას ეწვია, სასწავლებლის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო და სტუდენტებს გაესაუბრა. მინისტრს სკოლის ხელმძღვანელობამ პროფესიული სასწავლებლის პროგრამების, სწავლების მეთოდებისა და სასწავლო კურიკულუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

გიორგი ამილახვარს უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებისა და ოჯახების მხარდამჭერი პოლიტიკის პრეზენტაცია და მისი შედეგებიც გააცნეს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას