გიორგი კუნაძე - რუსეთის ბელადი უკვე დიდი ხანია დასავლეთში არ აღიქმება პოლიტიკოსად, რომელსაც შეიძლება ენდო და რომელთანაც აზრი აქვს რამეზე მოლაპარაკებას

ვილნიუსის ნატოს სამიტის შედეგებზე, რამდენად საფუძვლიანია მტკიცებები, რომ აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინას ნატოში შესვლის სანაცვლოდ რუსეთისათვის ტერიტორიების გადაცემას მოითხოვს, რა ხდება უკრაინული ხორბლის გადადის საკითხებში და სავარაუდოდ, რა როლის შესრულება შეუძლია თურქეთს უკრაინა-რუსეთის ომში, ასევე უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებსა და პერსპექტივებზე, „ინტერპრესნიუსი“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რუსეთის ყოფილ ელჩს სამხრეთ კორეაში, გიორგი კუნაძეს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, ვილნიუსის ნატოს სამიტის შედეგებით ალიანსის წევრები შეთანხმდნენ გააგრძელონ უკრაინის შეიარაღება თანამედროვე იარაღით, უკრაინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა გაწვრთნან, უზრუნველყონ სადაზვერვო ინფორმაციით და დაეხმარონ მას კიბერუსაფრთხოების სფეროში.

უკრაინა ასევე მიიღებს დახმარებას თავისი ინდუსტრიული ბაზის გაფართოებისათვის. ამ სფეროებში თანამშრომლობის სანაცვლოდ ნატო უკრაინისგან ელოდება რეფორმების გატარებას.

თქვენ როგორ შეაფასებდით ნატოს სამიტის შედეგებს? რა რეაქცია ჰქონდა სამიტის შედეგებზე რუსეთის ხელმძღვანელობას და რუსეთის პროპაგანდას?

- როგორც მოსალოდნელი იყო ნატოს სამიტი არ იყო გარღვევა უკრაინისთვის იმ თვალსაზრისით, რომ ნატო-უკრაინის ურთიერთობები უკვე ისედაც იყო მაღალ დონეზე. ამასთან უნდა ითქვას, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი სამიტზე არ მდგარა. უკრაინა რუსეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფება და მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია. ეს ორი გარემოება შეუძლებელს ხდის უკრაინის ალიანსში წევრობას.

უკრაინას თავის საზღვრებში აღდგენაში აქვს ობიექტური სიძნელეები. მათ დასაძლევად უკრაინას სჭირდება არ მარტო უბრალოდ გამარჯვება ომში, არამედ ომში სრული და უპირობო გამარჯვება

მიუხედავად ამისა, სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება განხორციელდება არა ორ ეტაპად, არამედ ერთ ეტაპად. უკრაინას ალიანსის წევრობისთვის ქვეყნის მოთხოვნებისა და შესაბამისობაზე ტესტის ჩაბარება არ მიუწევს. ამის გამო, უკრაინის ნატოში მიღება პრაქტიკულად გარანტირებული აქვს როგორც კი ომი დასრულდება.

ერთად ერთი პრობლემა, რომელსაც ჯერჯერობით არ გააჩნია გადაწყვეტა, გახლავთ უკრაინის თავის საზღვრებში აღდგენაა. უკრაინას თავის საზღვრებში აღდგენაში აქვს ობიექტური სიძნელეები. მათ დასაძლევად უკრაინას სჭირდება არ მარტო უბრალოდ გამარჯვება ომში, არამედ ომში სრული და უპირობო გამარჯვება.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მიმდინარეობს გარკვეული კულუარული მოლაპარაკებები.

თუ მიმდინარეობს ამგვარი მოლაპარაკებები, რა გავლენა შეიძლება იქონიონ მათ უკრაინა-რუსეთის ომზე აშშ-ს პოზიციაზე? რამდენად საფუძვლიანია საუბრები რომ აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინისგან ნატოში მიღების სანაცვლო მოითხოვდნენ რუსეთისათვის ტერიტორიების გადაცემას?

- რა თქმა უნდა, აშშ-სა და რუსეთს შორის კავშირებისთვის გარკვეული არხები შენარჩუნებულია. მაგრამ, ამ არხებით მიმდინარე საუბრები უბრალოდ მოსაზრებათა გაცვლა უფროა, ვიდრე მოლაპარაკებების წარმოება. ჩემი აზრით, ამგვარი კონტაქტების შედეგი შეიძლება ითქვას, დიდი არაა, ან მინიმალურია.

მიჭირს დაჯერება, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ცდილობენ დაითანხმონ უკრაინა რუსეთს გადასცენ ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ნატოს გაწევრიანების სანაცვლოდ.

მიჭირს დაჯერება, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ცდილობენ დაითანხმონ უკრაინა რუსეთს გადასცენ ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ნატოს გაწევრიანების სანაცვლოდ

ასეთ შემთხვევაში რუსეთისათვის გადაცემული ტერიტორიები უკრაინისთვის სამუდამოდ იქნება დაკარგული.

- რამდენად საფუძვლიანია ვარაუდები, რომ „პრიგოჟინის ბუნტის“ შემდეგ კოლექტიური დასავლეთი პუტინის მიმართ უფრო მიმტევებელი გახდა?

- პუტინი როგორც ნაკლები ბოროტება? ბოდიში, მაგრამ ამგვარი ვარაუდები უფრო სულელურ ხუმრობას გაქვს.

ჩემი აზრით, რუსეთის ბელადი უკვე დიდი ხანია დასავლეთში არ აღიქმება პოლიტიკოსად, რომელსაც შეიძლება ენდო და რომელთანაც აზრი აქვს რამეზე მოლაპარაკებას.

რუსეთის ბელადი უკვე დიდი ხანია დასავლეთში არ აღიქმება პოლიტიკოსად, რომელსაც შეიძლება ენდო და რომელთანაც აზრი აქვს რამეზე მოლაპარაკებას

- საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის მიერ საერთაშორისო ასპარეზზე გადადგმულ ნაბიჯებს დასავლეთი მიესალმება, კრემლი, ფრთხილად, მაგრამ მაინც აკრიტიკებს.

რა ხდება უკრაინული ხორბლის გატანის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით? რა როლი აქვს დღეს თურქეთს უკრაინა-რუსეთის ომში? რა როლი შეიძლება შეასრულოს მომავალში თურქეთმა უკრაინა-რუსეთის ომში?

- თურქეთის პრეზიდენტი წინააღმდეგობრივი პიროვნებაა. ერთი მხრივ იგი ავტორიტარული მმართველია, რაც პუტინს შეუძლებელია არ მოსწონდეს. მეორე მხრივ, ერდოღანი არჩეული პრეზიდენტია კონკურენტულ და შედარებით სამართლიან არჩევნებში, რაც შეუძლებელია პუტინს არ აფრთხობდეს.

ასეა თუ ისე, ახლა ერდოღანი წარმატებითაა დაკავებული დასავლეთთან კავშირების აღდგენით. იგი დათანხმდა ნატოში შვედეთის გაწევრიანებას და უნდა თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანოს, მაგრამ, იმავდროულად ახერხებს ჰქონდეს გარკვეული ურთიერთობები რუსეთთან.

სულაც არ გამოვრიცხავ, რომ თურქეთმა უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში მოინდომოს მშვიდოფისმყოფლისა და შუამავლის როლში ჩარევა. რუსეთს თურქეთისათვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია

ახლა რუსეთს უფრო სჭირდება თურქეთი, ვიდრე თურქეთს რუსეთი. როგორც ჩანს, ამის გამო თურქეთს შეუძლია უზრუნველყოს უკრაინიდან ხორბლის გატანა რუსეთის გარანტიების გარეშე. ვფიქრობ, საჭიროების შემთხვევაში ერდოღანი მზად იყო თურქეთის სამხედრო ხომალდების კონვეიერებით უზრუნველყო უკრაინიდან უკრაინული ხორბლის გატანა.

ამის გარდა, თურქეთის ხელშია კიდევ ერთი კოზირი - კავშირები ყირიმის თათრებთან. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ თურქეთმა უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში მოინდომოს მშვიდოფისმყოფლისა და შუამავლის როლში ჩარევა. რუსეთს თურქეთისათვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია.

- ამ დღეებში ჩინეთმა და რუსეთმა უკვე მეორეჯერ დაიწყეს წყნარ ოკეანეში ერთობლივი სამხედრო სწავლებები. აშშ სიფრთხილით ადევნებს თვალს ჩინეთ-რუსეთის დაახლოებას.

თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის პოზიციას?

თქვენი აზრით, როგორ მოიქცევა ჩინეთი, თუ უკრაინამ ბრძოლის ველზე სერიოზულ შედეგებს მიაღწია?

- თუ უკრაინა ომში სერიოზული წარმატებებს მიაღწევს, ჩინეთი მზად იქნება ეს კიევს მიულოცოს. ბოლოს და ბოლოს რუსეთს ჩინეთის გარდა სხვა გზა არ ექნება.

უკრაინა კი ომის შემდეგ გადაიქცევა გიგანტურ საერთაშორისო პროექტად, რაც შეუძლებელია მიმზიდველი და საინტერესო არ აღმოჩნდეს ჩინელი ინვესტორებისათვის.

უკრაინა კი ომის შემდეგ გადაიქცევა გიგანტურ საერთაშორისო პროექტად, რაც შეუძლებელია მიმზიდველი და საინტერესო არ აღმოჩნდეს ჩინელი ინვესტორებისათვის

რაც შეეხება რუსეთ-ჩინეთის დაახლოებას, მე ამის არ მჯერა ბევრი მიზეზის გამო. ჩინელები ჭკვიანი და ანგარიშიანი ხალხია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, როგორაც არ უნდა ისაუბრონ მოსკოვში, - ეს საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდიოტური ომია.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო