დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, ბორჯომში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, ბორჯომში, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების თანახმად, სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დაათვალიერა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პროექტის დასრულებისთანავე, დევნილ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების, ახალგარემონტებული ბინები გადაეცემათ და ბორჯომში, დევნილთა კომპაქტური დასახლებების საკითხი სრულად გადაწყდება.

„საცხოვრებელ კომპლექსში, ახალი ბინა, 150 ოჯახს, 2025 წელს გადაეცემა. პროექტის ბიუჯეტი 15 მილიონ ლარზე მეტია.

დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, დევნილი ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, 2025 წლის ბოლომდე, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალ ბინები გადაეცემა, ხოლო 6 000 ოჯახი, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, დაკმაყოფილდება. საბოლოოდ, საცხოვრებელი ფართით 13 000 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნული პროექტისთვის, 900 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

მინისტრთან ერთად, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, ზურაბ უტიაშვილი, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი, ბორჯომის მერი, ოთარ არბოლიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ზაალიშვილი გაეცნენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“