„ნაციონალური მოძრაობა“ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისთან აქციას მართავს

„ლიბერთი ბანკი“ 400 000 პენსიონერს ძარცვავს, - ამ სლოგანით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისთან აქციას მართავენ. ისინი ხელისუფლებას პენსიის გაზრდის, საპენსიო ასაკის დაწევისა და საპენსიო სესხების განულების მოთხოვნით მიმართავენ. მათი თქმით,

ადამიანებს, რომლებმაც მთელი ცხოვრება იშრომეს, ღირსეული პენსია უნდა ჰქონდეს, თუმცა, ამის მიუხედავად „საპენსიო სესხებით „ხალხის დაყაჩაღება ხდება”.

„პენსიონერები უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან, მათი პენსია არის ძალიან დაბალი, სამარცხვინო და მიზერული. ჩვენ ვითხოვთ, ერთი მხრივ, პენსიები გაიზარდოს და მეორე მხრივ- მათ აქვთ კაბალური სეპენსიო სესხები, კაბალური პირობებით, 1000 ლარიც რომ გამოიტანონ ხშირად 3000-4000 ლარის გადახდა უწევთ. ამიტომ ვითხოვთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საპენსიო სესხების განულება, პენსიის გაზრდა და საპენსიო ასაკის დაწევა“, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ნადირაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა