მიხეილ სარჯველაძე - თავის დროზე ძალიან მჭექარე იყო სახელწოდება „სტრატეგია აღმაშენებელი" და რა ააშენეს, რისი აღმშენებლობა გვაჩვენეს, ყველამ დაინახა - არაფრის, საპნის ბუშტი იყო

რა სახელიც არ უნდა დაარქვან ახალ პლატფორმას, დამაჯერებლობას მოკლებულია. თავის დროზეც ძალიან მჭექარე იყო "სტრატეგია აღმაშენებელი" და რა ააშენეს ან რისი აღმშენებლობა გვაჩვენეს, ყველამ დაინახა - არაფრის, საპნის ბუშტი იყო, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" შესაძლო გაერთიანებას.

როგორც სარჯველაძე აცხადებს, "სტრატეგია აღმაშენებელს" პოლიტიკური ეგზისტენციალური პრობლემა უდგას, რაც ბარიერის გადალახვას უკავშირდება.

"პოლიტიკური მარკეტინგით არიან დაკავებული და საკუთარი თავი უკეთ როგორ წარმოაჩინონ ამას ცდილობენ, ამაში ცუდი თავისთავად არაფერია, მაგრამ უბრალოდ, ძალიან ხელოვნურად გამოდის ეს ყველაფერი, აბსოლუტურად მოკლებულია ეს ბუნებრიობას, დამაჯერებლობა არ აქვს, რა სახელიც არ უნდა დაარქვან. თავის დროზეც ძალიან მჭექარე იყო "სტრატეგია აღმაშენებელი" და რა ააშენეს ან რისი აღმშენებლობა გვაჩვენეს, ყველამ დაინახა - არაფრის. ეს იყო საპნის ბუშტი, დაინგრა ეს მითი, რომ დიდი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსებისგან შედგებოდა ეს ჯგუფი და ახლა აღმოჩნდა, უდგათ პოლიტიკური ეგზისტენციალური პრობლემა - სულ რომ ბუნებრივი ბარიერი იყოს მომდევნო არჩევნებში, მისი გადალახვის არანაირი შნო არ გააჩნია ამ პოლიტიკურ ჯგუფს. ასეთ დროს ეძებენ ვის მიეკედლონ, ეს არის მთელი ამბავი სტრატეგია აღმაშენებელთან დაკავშირებით," - განაცხადა სარჯველაძემ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს