სასამართლო კასპში, პოლიციის თანამშრომლისა და მისი ოჯახის მიმართ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

გორის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში იწყება კასპის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე ბრალდებული სამი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა.

საქართველოს პროკურატურამ სამივე მათგანს - მიხეილ მაისურაძეს, ჯაბა ცეცხლაძეს და ბექა ღუდუაშვილს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ გორის რაიონულ სასამართლოს გუშინვე მიმართა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 ივლისს, კასპი-მეტეხის საავტომობილო გზაზე ყოფნისას, ი.კ.-ს ავტომობილს საპირისპირო სავალ ზოლში მაღალი სისწრაფით მიმავალი მ.მ. შეეჯახა და ავტომანქანა დაუზიანა. მომხდარ ფაქტს ი.კ.-ს მეუღლე, შსს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლ.ტ. შეესწრო, რომელიც ასევე, ავტომანქანით მცირეწლოვან შვილთან და მშობლებთან ერთად აღნიშნულ გზაზე გადაადგილდებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას პოლიციის თანამშრომელსა და მ.მ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც ინციდენტის ადგილზე მ.მ.-ს მეგობრები - ჯ.ც., ბ.ხ., ნ.ც. და გ.ფ. მივიდნენ. ხსენებულმა პირებმა პოლიციის თანამშრომელს, მისი 4 წლის შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დასახმარებლად მისული პოლიციელის მამაც სცემეს, მცირეწლოვანის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელის დედას და მეუღლეს.

ძალადობის აღკვეთის მიზნით, პოლიციელის დედამ სსიპ 112-ში დარეკვა სცადა, რა დროსაც ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა მას მობილური ტელეფონი წაართვა.

გარდა ამისა, ჯ.ც. დაზარალებულისთვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას ცდილობდა, რა დროსაც იარაღიდან გასროლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად, ეს უკანასკნელი ცეცხლსასროლ იარაღს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და სხვა ბრალდებულებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა სამი პირი 17 ივლისს დააკავეს, ასევე საქმეზე ნივთმტკიცების სახით სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და პოლიციელის დედის კუთვნილი მობილური ტელეფონი ამოიღეს. მ.მ.-ს და ბ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ჯ.ც.-ს ბრალდება 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ძალადობის მონაწილე სხვა პირებს, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოსავლენად.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სასამართლო კასპში, პოლიციის თანამშრომლისა და მისი ოჯახის მიმართ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

გორის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში იწყება კასპის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე ბრალდებული სამი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა.

საქართველოს პროკურატურამ სამივე მათგანს - მიხეილ მაისურაძეს, ჯაბა ცეცხლაძეს და ბექა ღუდუაშვილს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ გორის რაიონულ სასამართლოს გუშინვე მიმართა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 ივლისს, კასპი-მეტეხის საავტომობილო გზაზე ყოფნისას, ი.კ.-ს ავტომობილს საპირისპირო სავალ ზოლში მაღალი სისწრაფით მიმავალი მ.მ. შეეჯახა და ავტომანქანა დაუზიანა. მომხდარ ფაქტს ი.კ.-ს მეუღლე, შსს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლ.ტ. შეესწრო, რომელიც ასევე, ავტომანქანით მცირეწლოვან შვილთან და მშობლებთან ერთად აღნიშნულ გზაზე გადაადგილდებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას პოლიციის თანამშრომელსა და მ.მ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც ინციდენტის ადგილზე მ.მ.-ს მეგობრები - ჯ.ც., ბ.ხ., ნ.ც. და გ.ფ. მივიდნენ. ხსენებულმა პირებმა პოლიციის თანამშრომელს, მისი 4 წლის შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დასახმარებლად მისული პოლიციელის მამაც სცემეს, მცირეწლოვანის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელის დედას და მეუღლეს.

ძალადობის აღკვეთის მიზნით, პოლიციელის დედამ სსიპ 112-ში დარეკვა სცადა, რა დროსაც ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა მას მობილური ტელეფონი წაართვა.

გარდა ამისა, ჯ.ც. დაზარალებულისთვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას ცდილობდა, რა დროსაც იარაღიდან გასროლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად, ეს უკანასკნელი ცეცხლსასროლ იარაღს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და სხვა ბრალდებულებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა სამი პირი 17 ივლისს დააკავეს, ასევე საქმეზე ნივთმტკიცების სახით სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და პოლიციელის დედის კუთვნილი მობილური ტელეფონი ამოიღეს. მ.მ.-ს და ბ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ჯ.ც.-ს ბრალდება 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ძალადობის მონაწილე სხვა პირებს, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოსავლენად.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო