რელიგიის სააგენტოს დელეგაცია ყოველთა სომეხთა კათალიკოსს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია სომხური სამოციქულო ეკლესიის პატრიარქს, ყოველთა სომეხთა კათალიკოსს, გარეგინ მეორეს შეხვდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, სომხური სამოციქულო ეკლესიის პატრიარქს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.

მისი თქმით, სახელმწიფო თანადგომას უწევს რელიგიური ორგანიზაციებს, მათ შორის, ფინანსურადაც.

„გარდა საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის კომპენსაციისა, მათ მუნიციპალიტეტებიც ეხმარებიან. კერძოდ, სომხური თემის დაფინანსებამ მილიონ ლარს მიაღწია. სომეხთა ეკლესიის საქართველოს ეპარქია აქტიურად მონაწილეობს ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობაში.

ამასთან, სააგენტოს თავმჯდომარემ გარეგინ მეორეს გააცნო ქართული მხარის მოთხოვნები საქართველოს ეკლესიის სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებისა და საკულტო ნაგებობების დაბრუნების თაობაზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სახელმწიფოსა და ქართული ეკლესიისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, გიორგი შარვაშიძე და საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი, შალვა საბაური.დელეგაციის შემადგენლობაში არიან სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი, გიორგი პატაშური და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი, ალექსანდრე შეყილაძე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის