მთაწმინდის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ვერაზე, გ. რჩეულიშვილის ქუჩაზე VI კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, სკვერი ახლებურად დაგეგმარდა და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა სრულად შეიცვალა.

მათივე ცნობით, მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ, პროექტის ფარგლებში, მოეწყო საბავშვო გასართობი ზონები - დამონტაჟდა სხვადასხვა სახის ატრაქციონი, დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო მოსასვენებელი პავილიონები და ტერიტორია შემოისაზღვრა ლითონის მოაჯირებით. ასევე, ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები და შესაბამისი ინვენტარი - საპარკო სკამები, ურნები და განათების ქსელი სკვერის მთელ ტერიტორიაზე განთავსდა.

დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გამგეობის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.

„ჩვენთვის კეთილმოწყობილი სკვერებისა თუ მწვანე სივრცეების მოწყობა პრიორიტეტულია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა უბანში განვახორციელოთ მსგავსი პროექტი. თუმცა, საკმაოდ ხშირია ვანდალური ფაქტები და გვიწევს ერთი და იმავე სკვერების რამდენჯერმე რეაბილიტაცია. ამის ნათელი მაგალითია ეს სკვერი, რომელსაც რეაბილიტაცია რამდენიმე წლის წინ ჩავუტარეთ. წელს კი, ახლებურად დავაგეგმარეთ და სრულად შეიცალა თითოეული დეტალი. ადგილობრივ მცხოვრებლებს ძალიან მოსწონთ ახალი სკვერი. ჩვენი თხოვნაა, რომ მოუფრთხილდნენ და მაქსიმალურად შეინარჩუნონ არსებული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

გამგეობის ცნობით, პროექტი მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რაშიც 300 000 ლარი დაიხარჯა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის