„დრიმლენდ ოაზისში“ აცხადებენ, რომ კომპანია სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან, ხოლო სასტუმროში ყველა გასართობი და მუსიკალური აქტივობა შეჩერდა და დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა

სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისმა“, რომლის აუზზეც გუშინ 5 წლის ბავშვი დაიხრჩო, სასტუმროში ყველა გასართობი და მუსიკალური აქტივობა შეაჩერა და დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება სასტუმროს „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელა. როგორც „ოაზისში“ განმარტავენ, მომხდართან დაკავშირებით კომპანია სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

„სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი“ და მისი თითოეული თანამშრომელი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ შეძრა, როგორც მოსახლეობა, ასევე სასტუმროს ადმინისტრაციის თითოეული წევრი და სტუმარი. აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კომპანია სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან, მიწოდებულია ვიდეო მასალა და მიმდინარეობს თვითმხილველთა გამოკითხვა. სასტუმროს ტერიტორიაზე შეჩერებულია გასართობი და მუსიკალური აქტივობები და გაუქმებულია ყველა დაგეგმილი ღონისძიება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის“ აუზზე 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა