რელიგიის სააგენტოს დელეგაცია ახტალას მონასტერში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
კერძოდ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციამ, თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსის, გიორგი პატაშურისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტის, ალექსანდრე შეყილაძის შემადგენლობით, სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ახტალას მონასტერი დაათვალიერა.
მათივე ცნობით, სააგენტოს სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დასრულდა.