თბილისის საკრებულოში სასკოლო სპორტული ლიგის განვითარების სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

თბილისის საკრებულოს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს „სასკოლო სპორტული ლიგის“ განვითარების გეგმა სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციის წარმომადგენლებმა წარუდგინეს.

მათივე ინფორმაციით, მონაწილეებმა სასკოლო ლიგის 2023-2028 წლების განვითარების სტრატეგიული გეგმის დეტალები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„შეხვედრას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე, საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, საკრებულოს წევრები, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის და განათლების სამინისტროს, ასევე სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, დედაქალაქის მერიის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, კამპანიის „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციამ 2019 წელს „სასკოლო სპორტული ლიგა“ დააფუძნა.

„სასკოლო ლიგა“ სისტემატურად ტარდება და მისი მიზანი მასობრივი სპორტის განვითარება და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს