პრემიერი - ჩვენ დღესაც, გუშინაც, ხვალაც ყოველთვის ვიქნებით უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ - ევროკავშირის 14 და ნატოს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას ვუსწრებთ, ეს არის რეალური -  მეგობრებო, ნუ გწყინთ

ჩვენ არ ჩამოვრჩებით კი არა, დღესაც, გუშინაც, ხვალაც ყოველთვის ვიქნებით უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო უსწრებს არა მხოლოდ უკრაინას და მოლდოვას, არამედ ევროკავშირის 14 და ნატოს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას.

„ყოველგვარი შეფასებით, მათ შორის რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველო წინ არის, უსწრებს მოლდოვას, უკრაინას და აღარ მაქვს საუბარი სხვა ქვეყნებზე. საერთოდაც, კიდევ ერთხელ რომ გავიმეორო, რიგ რეიტინგებში, მთელი კრიტერიუმებით, მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმებით - ჩვენი საერთაშორისო, ამერიკული, ევროპული ორგანიზაციების, ჩვენ არა მხოლოდ თქვენს მიერ ხსენებულ ქვეყნებს [უკრაინა, მოლდოვა] ვუსწრებთ, არამედ ევროკავშირის 14 ქვეყანას ვუსწრებთ, ნატოს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას ვუსწრებთ. ეს არის რეალური, მეგობრებო. ნუ გწყინთ, ჩვენი, ანუ თქვენი ქვეყნის წარმატება“, - აღნიშნა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება