მეთიუ მილერი - პრეზიდენტ პუტინს საკუთარი ქვეყნის საზღვრების გადალახვა არ შეუძლია - მას დაკავების ეშინია

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, აღარ დაესწროს აგვისტოში, იოჰანესბურგში დაგეგმილ BRICS-ის სამიტს, რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ავტორიტეტის გაუარესებაზე მოწმობს.

მისივე თქმით, კრემლის ლიდერი საერთაშორისო საზოგადოებიდან გარიყულ პირად იქცა.

"არ არსებობს საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ რუსეთის ავტორიტეტი მსოფლიოში მნიშვნელოვნად შერყეულია, ვიდრე ის, რომ პრეზიდენტ პუტინს საკუთარი ქვეყნის საზღვრების გადალახვა არ შეუძლია. ის საერთაშორისო საზოგადოებიდან გარიყული პირია და მას დაკავების ეშინია", – აღნიშნა მილერმა.

როგორ ცნობილია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი იოჰანესბურგის BRICS-ის სამიტს ვერ დაესწრება, რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრით, სერგეი ლავროვით იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შედის, რომლის სასამართლომდელმა პალატამ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

სამიტი 22-24 აგვისტოს ჩატარდება და მასში, მასპინძელი მხარის პირველი პირის გარდა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ბრაზილიის და ინდოეთის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება