საქართველო Wanderlust-ის კონკურსში ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დასახელდა

საქართველო Wanderlust-ის კონკურსში ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსში საქართველოსთან ერთად მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებებია წარმოდგენილი.

„გამარჯვებული Wanderlust-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდება.

ხმის მიცემის დროს, ავტომატურად ჩაერთვებით კონკურსში, რომელშიც Wanderlust £40,000 ღირებულების პრიზებს ათამაშებს.

ხმის მიცემა დაიწყო და 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

საქართველოს მხარდასაჭერად გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს.

ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა, Wanderlust კონკურსს ყოველწლიურად მართავს და საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ასახელებს. Wanderlust მკითხველს მოგზაურობის დაგეგმვაში ეხმარება და ინფორმაციას უზიარებს ტურისტული მიმართულებების შესახებ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება