ნინო დოლიძე - პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ძალიან მალე იქნებოდა ევრორეკომენდაციების შესრულება შესაძლებელი - ვნახოთ, ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო, როგორ აჩვენებს ხელისუფლება ამის ნებას

პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ძალიან მალე იქნებოდა ევრორეკომენდაციების შესრულება შესაძლებელი - ვნახოთ, ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო, როგორ აჩვენებს საქართველოს ხელისუფლება ამის ნებას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება საარჩევნო რეფორმაზე უარყოფითად აისახება და კარგი იქნებოდა, თუ ამაზე დისკუსია დაბრუნდებოდა.

„ძალიან ცოტა დრო რჩება რეალურად ოქტომბრამდე, როდესაც ჩვენ უნდა მივიღოთ შეფასება, ევროკავშირის მხრიდან, 12 პრიორიტეტის შესრულებაზე, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცოტა დრო ეფექტურად იყოს გამოყენებული.

პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ძალიან მალე იქნებოდა შესაძლებელი ამის [ევრორეკომენდაციების] შესრულება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ მონიშვნა არ არის თითოეული პუნქტი, არამედ მისი რეალურად, იმ სულისკვეთებით განხორციელება, რომელიც იძლევა რეალური ცვლილებების საშუალებას. ვნახოთ, ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო, როგორ აჩვენებს საქართველოს ხელისუფლება ამის ნებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ადვოკატირებას ვუწევთ იმას, რომ განხორციელდეს რეფორმები. რა თქმა უნდა, ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი და ამის ადვოკატირებას ვახდენთ ყველა ეტაპზე," - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით