გიორგი ამილახვარმა აჭარის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მთელი ქვეყნის მასშტაბით მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრმა მორიგი სამუშაო შეხვედრა ქალაქ ბათუმში, აჭარის რეგიონის სხვადასხვა სკოლის 200-ზე მეტ პედაგოგთან გამართა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ზოგადი განათლების სისტემის გაუმჯობესების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა და მოისმინა მათი მოსაზრებები სკოლებში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ.

გიორგი ამილახვარმა ყურადღება გაამახვილა პროფესიული განვითარების სქემის ირგვლივ არსებულ საკითხებზე. მისი თქმით, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის მხარდასაჭერად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურ რეჟიმში აგრძელებს პედაგოგთა პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესს, რაც, თავის მხრივ, მათი მაქსიმალური ჩართულობით არსებული სქემის დახვეწას გულისხმობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მასწავლებლებთან შეხვედრები და მათი მონაწილეობა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა სამინისტროს მიერ განხორციელებული თითოეული ინიციატივა მაქსიმალურად ითვალისწინებდეს პედაგოგთა საუკეთესო ინტერესებს.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობის საკითხებს.

მასწავლებლებთან შეხვედრაში მონაწილეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა მიიღეს.

გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, მასწავლებლებთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა