აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტომ სს - „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოსა“ და სს - „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დირექტორმა სალომე დოლიძემ და სს - „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ დირექტორმა რაულ კახაძემ.

უწყების ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში, სს - „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“ უზრუნველყოფს, სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოსა“ და ა(ა)იპ - „სულიერების ცენტრის“ ერთობლივად ორგანიზებულ როდოსის საერთაშორისო ბანაკში მონაწილე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი 50 ბავშვის ტრანსპორტირებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ საქართველოში წამყვან კერძო კომპანიებს. მადლობას ვუხდი სს - „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ და მის დირექტორს ბატონ რაულ კახაძეს მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის, რომელიც სრულიად უფასოდ უზრუნველყოფს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების როდოსის საერთაშორისო ბანაკში ტრანსპორტირებას.

სს - „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“ იქნება კარგი მაგალითი სხვა კერძო კომპანიებისთვის და დარწმუნებული ვარ, სხვა კერძო კომპანიებიც ჩაერთვებიან მსგავსი პროექტების იმპლემენტაციაში, რათა მჭიდრო პარტნიორობით და ერთობლივი ძალისხმევით, უფრო ეფექტურად განვახორციელოთ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდამჭერი ღონისძიებები“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის