„ნექსია საქართველოს“ მმართველმა პარტნიორებმა ეფექტური მენეჯმენტისთვის საერთაშორისო ჯილდო მიიღეს

საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის, „ნექსია საქართველოს“ მმართველ პარტნიორებს ეფექტური მენეჯმენტისთვის საერთაშორისო ჯილდო „Chief of the year” გადაეცათ. დაჯილდოება შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ორგანიზებით გაიმართა. ცნობისთვის, წლევანდელ ცერემონიალზე "ნექსია საქართველო" ერთადერთი აუდიტორული კომპანია გახდა, რომელმაც საერთაშორისო ჯილდო - „Leader of the year“ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტის მიმართულებით ეს „ნექსია საქართველოს“ პირველი აღიარება არ არის. საერთაშორისო და ადგილობრივ ჯილდოებთან ერთად, კომპანიის მმართველი პარტნიორებისა და მენეჯმენტის მუშაობის პრინციპები „ნექსიას“ ქსელის საერთაშორისო კონფერენციებზე არაერთხელ აღინიშნა და წლებია, ქართული ოფისი, როგორც აუდიტორული სფეროს უმსხვილესი დამსაქმებელი, ქსელის წევრებს საკუთარ გამოცდილებასა და გუნდის ეფექტური მართვის მექანიზმებს უზიარებს.

„კორპორაციული კულტურა და ღირებულებები ცალსახად ქმნის წარმატებულ ან წარუმატებელ ბიზნესს. „ნექსიაში“ კარგად გვესმის, რომ გუნდზე ზრუნვის, თანამშრომელთა ხელშეწყობის, მათთან კოორდინაციისა და სწორი კომუნიკაციის გარეშე შეუძლებელია დასახული მიზნების მიღწევა. ამიტომ, ნებისმიერი ჯილდო, იქნება ეს კომპანიის მიღწევებთან თუ მენეჯმენტთან დაკავშირებული, საბოლოო ჯამში, მთელი გუნდის სწორი მუშაობის ლოგიკური შედეგია“ – Nexia-ს მმართველი პარტნიორი, დავით ლომიძე.

„ნექსია საქართველოში“, რომლის ძირითადი აქტივიც ადამიანური კაპიტალია, მენეჯმენტის უმთავრესი მიზანი სამუშაო ძალის მრავალფეროვნებაზე ზრუნვა და თანამშრომლებისთვის სწრაფ პროფესიულ განვითარებაში მხარდაჭერაა, რასაც მმართველი პარტნიორები რეგულარული ტრენინგებითა და პროგრამებით ახორციელებენ.

„კომპანიის დაარსებიდან დღემდე, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სამუშაო ძალის მრავალფეროვნებაა. კომპანიას დღეს უკვე ოთხი მმართველი პარტნიორი ჰყავს, რომლებსაც პასუხისმგებლობის მკაფიო სფეროები და მიმართულებები აქვთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მრავალფეროვნება და ინდივიდუალური განსხვავებები, ეფექტური მენეჯმენტის პირობებში, კომპანიას კონკურენტუნარიანობის ზრდაში ეხმარება. ეს, რა თქმა უნდა, ვრცელდება ჩვენს თანამშრომლებზეც: რაც უფრო ბევრი განსხვავებული ჯგუფის წარმომადგენელია თავმოყრილი ორგანიზაციაში, მით უფრო მეტი განსხვავებული და ორიგინალური ხედვა ეძლევა ხელმძღვანელობას“ - გელა მღებრიშვილი, Nexia-ს მმართველი პარტნიორი.

(R)

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა